|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ფოტოცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
"ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტო მომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას. კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით და უახლესი ე-კომერს პლატფორმით: photocenter.ge
მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
** Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
** ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
** Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge
** ვებ გვერდზე: https://new.photocenter.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება
** სალარო აპარატთან მუშაობა
** აღებული შეკვეთების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა
** სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1-1.5 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრეზენტაბელური
** კომუნიკაბელური
** თავაზიანი
** ორგანიზებული
** სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი. 10:00-19:00
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (ბონუსების გათვალისწინებით)
** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
** მისამართი: საბურთალო, კოსტავას 75
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: ceo@photoplaza.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|