|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების მიღება, გადამოწმება და სისტემაში ასახვა;
** ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და სისწორის კონტროლი;
** კონტრაგენტებთან ანგარიშსწორების კონტროლი და აღრიცხვა (მომწოდებლები, ქვეკონტრაქტორები, კლიენტები);
** ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ფინანსური ანგარიშების მომზადება პერიოდულად;
** ბუღალტრული სისტემის (1C ERP) მონაცემთა სიზუსტის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება და გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნესადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით, არანაკლებ 2 წელი;
** უპირატესობა - გამოცდილება სამშენებლო ან სამრეწველო კომპანიაში.
ტექნიკური ცოდნა:
** 1C ERP - საბუღალტრო მოდულის პრაქტიკული ცოდნა (სავალდებულო);
** MS Excel - ფორმულები, pivot-ცხრილები, მონაცემთა ანალიზი (საშუალო/მაღალი დონე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირება და ვადების დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას (ტრენინგები, ERP-სისტემის სრული ათვისება);
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში;
** ჯანსაღ კორპორაციულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მაისი.
|
|
|
|