Робота для біженців з України
სტაჟირება - მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

სტაჟირების პროგრამაზე კანდიდატები შეძლებენ შეისწავლონ საქმიანობა და შეიძინონ შემდეგი უნარები:

** ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;

სხვა მოთხოვნები: დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში - 250 ლარი, შემდეგ საწყისი 750 + ბონუსი, ჯამში 1000-1500 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასაუბრო ლიმიტი;

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "Micro Business loans` officer internship- ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე