|
დასახელება:
წარმოების აღრიცხვის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
შარავანდი
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების დოკუმენტების პროგრამაში ასახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის და კომპეტენციის გათვალისწინებით მითითებების შესრულება.
მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108.
აუცილებელი მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა).
სამუშაო საათები: 08:45-17:45 (შესვენება 1 საათი).
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება - 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), ეტაპობრივად მზარდი გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ბენეფიტები:
** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "წარმოების აღრიცხვის ოპერატორი".
|
|
|
|