|
დასახელება:
ელექტრონული კომერციის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"ბლუტაბლა" ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული პროდუქტი ატარებს ერთ მთავარ იდეას — ქართული იდენტობის მქონე დიზაინის შექმნას და მის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვაკანსია: ელექტრონული კომერციის მენეჯერი (Ecommerce Growth Lead)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე
პოზიციის აღწერა:
** ონლაინ გაყიდვების ზრდა და e-commerce არხების განვითარება, განსაკუთრებით ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე;
** ელექტრონული კომერციის პლატფორმების (Shopify, Amazon და სხვა) განვითარება და ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვა (Meta, Google და სხვა პლატფორმები);
** კონვერსიის ოპტიმიზაცია და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
** მონაცემების ანალიზი და შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** დეველოპერების გუნდთან თანამშრომლობა ონლაინ მაღაზიის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიზნით;
** ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე მუშაობა და მათი სპეციფიკის გათვალისწინება.
მოთხოვნები:
** e-commerce მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
** შესაბამის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (Shopify, Amazon, Google Analytics და სხვ.)
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ელექტრონული კომერციის მენეჯერი".
|
|
|
|