|
დასახელება:
კოპირაიტერი/მარკეტინგის მკვლევარი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"ბლუტაბლა" ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული პროდუქტი ატარებს ერთ მთავარ იდეას — ქართული იდენტობის მქონე დიზაინის შექმნას და მის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვაკანსია: კოპირაიტერი (Copywriter) / მარკეტინგის მკვლევარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე
პოზიციის აღწერა:
** მკაფიო, გამორჩეული და ბრენდის ტონალობასთან შესაბამისი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მარკეტინგული არხისთვის.
** სარეკლამო ტექსტების შექმნა (სოციალური მედია, ციფრული რეკლამები, კამპანიები)
** ვებსაიტისა და პროდუქტის აღწერების მომზადება
** ბრენდის ტონისა და სტილის დაცვა ყველა ტექსტში
** კონტენტის იდეების გენერირება მარკეტინგულ გუნდთან ერთად
** ტექსტების ადაპტაცია სხვადასხვა ბაზრისთვის (მათ შორის ინგლისურენოვანი აუდიტორია)
** ბაზრისა და მომხმარებლის კვლევების მომზადება პროდუქტის განვითარების გუნდისთვის
მოთხოვნები:
** ძლიერი წერითი უნარები (ქართულ და სასურველია ინგლისურ ენაზე)
** კოპირაიტინგის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტაცია და კრეატიული აზროვნება
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კოპირაიტერი".
|
|
|
|