Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "ბარისტო" ყავის და სნექის ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე

სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის 52
ანაზღაურება: 1200 ლარიდან (კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ-პარ. 10:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, უფასო კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში დასაქმებულებისათვის ადგილზე არსებულ სამზარეულოში სადილის ორგანიზება;
** მენიუს შედგენა
** კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მარაგების შევსება/განახლების უზრუნველყოფა;
** კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
** პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ციფრებთან მუშაობის უნარ ჩვევები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ტელ: 598 44 39 03

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე