|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ფინანსურ ანალიტიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
** შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
** კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
** მონაცემების სტატისტიკური და ეკონომეტრიკული დამუშავებისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე;
** ახალი პროექტის დაგეგმვისას ფინანსური პროგნოზირება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო/ან და დეველოპერულ სექტორში;
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|