Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716350&print=yes&view=jobs
 
სოცმედია გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოცმედია გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PP-Hub
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სოცმედია გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #132

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 6 სამუშაო დღე
** სამუშაო დრო: 9 საათი
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 - 19:00
** შაბათს ან კვირას: 11:00 - 17:00

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას ;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200 ლარიდან + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა;
** მომხმარებელთა შეტყობინებებზე ოპერატიული და პროფესიონალური პასუხის გაცემა;
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის განთავსება და აქტიური გაზიარება სხვადასხვა პლატფორმებსა და ჯგუფებში;
** გაყიდვების პროცესის მართვა ონლაინ არხების საშუალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** სოციალური ქსელების აქტიური გამოყენების გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული/ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: it@pp.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "სოცმედია გაყიდვების მენეჯერი"

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია