|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
PP-Hub
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი.
კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #132
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტონაწილის ბაზაში გადამოწმება;
** ავტონაწილის მდგომარეობის შემოწმება მომხმარებლის თანდასწრებით;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების სწორად და დროულად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ავტომობილებისა და ავტონაწილების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით).
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 6 სამუშაო დღე
** სამუშაო დრო: 9 საათი
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 - 19:00
** შაბათს ან კვირას: 11:00 - 17:00
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: it@pp.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "მოლარე-ოპერატორი"
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|