Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716333&print=yes&view=jobs
 
დამწყები ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირებას, ტექნიკურ ინტეგრაციას, ინსტალაციას/მონტაჟს, პერსონალის ტრენინგს, აგრეთვე საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამწყები ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მომავალი ფულადი ნაკადების (cash flow) პროგნოზირება და მართვა;
** ფინანსური უწყისების კონტროლი თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
** შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტირება, ფაქტობრივ შედეგებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
** ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება;
** ცალკეული პროექტების ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, მომგებიანობის ანალიზი, ფაქტობრივ ხარჯებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება;
** ხელფასებისა და ბონუსების დაანგარიშება;
** ბუღალტრული საქმიანობის კონტროლი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო საჭიროებების მართვა (დაზღვევა, ტელეკომუნიკაცია, სამეურნეო მომარაგება და ა.შ)
** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი;
** პრემია, რომელიც დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და მომგებიანობაზე;
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა 16;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasi@yahoo.com და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია