Робота для біженців з України
პოსტპროდაქშენის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოსტპროდაქშენის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Studio 9:16
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სათაური: Head of Post-Production
სფერო: მარკეტინგი, მენეჯმენტი

ვაკანსიის ტექსტი:

Studio 9:16 ეძებს Head of Post-Production-ს,
რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ვიდეოების ედითინგ პროცესზე და გადააქცევს მას გამართულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ სისტემად.

ჩვენს შესახებ: Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენტს.

საქართველოს ბანკი, ALTA, 22 გრადუსი, სპორტული არხი 105, Biletebi.ge, ალდაგი— ეს იმ არხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა TikTok კონტენტს Studio 9:16 ქმნის.

ამ პოზიციის მთავარი მიზანია ედითინგ პროცესის სტრუქტურირება, ვიდეოების დროულად და ხარისხიანად გამოშვება და სისტემის აშენება, რომელიც მუდმივად უმჯობესდება.

ეს როლი არის ჰიბრიდული — ერთდროულად მოითხოვს კრეატიულ ხედვას, ოპერაციების მართვასა და სისტემურ აზროვნებას.

მოვალეობები: მონაცემებზე დაფუძნებით ვიდეოების ედიტორებზე განაწილება (Tier / Load / Fit მიხედვით)

ვადების კონტროლი:

გვერდებისთვის კონკრეტული ვიზუალური და სამონტაჟო სტილის შემუშავება, ასეტების მოგროვება (ხმები, მუსიკა, ფონტები, გრაფიკული ელემენტები და ა.შ.), მათი ინტეგრირება და კონტროლი.

კარგი და ცუდი ვიდეოების ანალიზი (რა მუშაობს / რა არა)
გუნდის ტექნიკური რესურსებისა და შესაძლებლობების შეფასება, bottleneck-ების იდენტიფიცირება და ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა, რათა გაიზარდოს წარმოების სისწრაფე, ხარისხი და მოცულობა
Editing წესებისა და Playbook-ის შექმნა და განახლება
ედიტორების შეფასება და რეგულარული feedback
ვიდეოების ედითინგი

მოთხოვნები:

** ედითინგის პრაქტიკული გამოცდილება short-form კონტენტში
** კონტენტის პროცესში სხარტი, პრაქტიკული და ეფექტური გადაწყვეტების პოვნის უნარი
** სისტემური აზროვნება (დიდი სურათის დანახვა და პროცესის ერთიანად გაუმჯობესება)
** ოპერაციების მენეჯერული უნარი (ვადები, დატვირთვა, პრიორიტეტები)
** სწრაფად მუშაობის უნარი
** მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება
** ლიდერობის და მოტივირების უნარი
** კომუნიკაციის უნარი (feedback-ის მკაფიოდ მიცემა ედიტორებისთვის)
** პასუხისმგებლობის აღება გუნდის პერფორმანსსა და საბოლოო შედეგზე

რას ვთავაზობთ:

** ინტეგრაციას გუნდში, რომელიც ბაზრის ლიდერია და საქართველოში ყველაზე კარგად იცის ტიკოტკი
** ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან მუშაობისა და პორტფოლიოს გაფართოების შესაძლებლობას
** რეალურ შესაძლებლობას მართო და ააშენო ედითინგის სისტემა მაღალი მოცულობის კონტენტზე
** გავლენას — შენი გადაწყვეტილებები და ხედვა პირდაპირ აისახოს ვიდეოების შედეგებზე, ვიზუალურ სტილსა და ვიდეოს წარმოების მთლიან პროცესზე
** სწრაფ ზრდას დინამიურ გარემოში, სადაც მუდმივად მოგიწევს ახალი ცოდნის მიღება, გუნდთან ერთად მისი გამოცდა და ინტეგრაცია კვირაში ათობით ვიდეოზე, სხვადასხვა სტილსა და ქეისზე
** თავისუფლებას ახალი იდეებისა და მიდგომების ინიცირებაში
** მენეჯერულ პოზიციას, რომელსაც გავლენა აქვს კომპანიის ერთიან სტრატეგიულ განვითარებაზე
** ზრდაზე ორიენტირებულ ანაზღაურებას

დამატებითი:

თუ შენთვის საინტერესოა არა უბრალოდ ვიდეოების მონტაჟი,
არამედ შემოქმედებითი სისტემის შენება, რომელიც ყოველდღიურად უკეთეს კონტენტს ქმნის —
ეს როლი შენთვისაა.

ანაზღაურება: 4000-5000 (Net)
დედლაინი: 15 მაისი

განაცხადის შესავსებად გადადით ლინკზე: https://forms.gle/VtfJ7aiUeTwKQQBE7
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე