|
დასახელება:
ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ინჟინრის ვაკანსიას ცენტრალურ/გორის ფილიალში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და მოსალოდნელი რისკების ანალიზი;
** სამშენებლო მოედანზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიაში მიმდინარე მშენებლობებზე ტექნიკურ-საზედამხედველო კონტროლის სისტემის ორგანიზება;
** მშენებლობის ზედამხედველების მიერ შედგენილი და წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება პროექტთან შესაბამისობის მიზნით, აღრიცხვა და შენახვა;
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა პროექტის მენეჯერთან ერთად;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან;
** ფორმა 2-ში წარმოდგენილი მოცულობებისა და სამუშაოების გადამოწმება და დადასტურება;
** ხარჯთაღრიცხვების რევიზია და პროექტთან შედარება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამებისა და AutoCAD-ის ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/Kiniv
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნისა და გასაჩივრების უფლება.
წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@AVERSI.GE; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
|
|
|
|