|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Dewool Industries
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
** გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გაუთვალისწინებელი შემხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ceo@enica-express.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Dewool Industries " LLC მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|