Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716285&print=yes&view=jobs
 
გეგმური წყალსარგ. უზრუნველყ. სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეგმური წყალსარგ. უზრუნველყ. სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტში გეგმური წყალსარგებლობის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოქმედი საირიგაციო სისტემისთვის სარწყავი წყლის ხარჯვის ლიმიტის განსაზღვრა, დადგენილი ნორმების შესაბამისად რწყვათა ჯერადობისა და კულტურების გათვალისწინებით, წყლის მიწოდების რეჟიმის შემუშავება;
** პროფილური (ირიგაცია) და არაპროფილური (გენერაციის ობიექტები, სატბორე მეურნეობები, საწარმოები) მომხმარებლებისათვის შემუშავებული წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმების შესაბამისი სამსახურისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ირიგაციული სისტემებით აღებული და გამოყენებული წყლის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება;
** წყლის მიწოდების გრაფიკების ფორმირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ჰიდრომელიორაციის ან აგრონომიის მიმართულება)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, Outlook).

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წითლანაძის N1 შესახვევი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 07.05.2026.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გეგმური წყალსარგებლობის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის

მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია