Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716272&print=yes&view=jobs
 
რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია სექიურითი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: "სოკარის" სათავო ოფისი-ქ. თბილისი, 300 არაგველის ქუჩა #24

მოვალეობები:

** სტუმრების და ვიზიტორების მიღება
** წერილების მიღება-ჩაბარება და გადამისამართება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** შეხვედრების ჩანიშვნა/ოთახების დაჯავშნა
** ელექტრონული ფოსტის კონტროლი

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 35 წლამდე
** განათლება: უმაღლესი/არასრული უმაღლესი (სტუდენტი)
** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოტივირებული, პუნქტუალური, ორგანიზებული, ენერგიული.

ხელფასის ოდენობა- 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:30 სთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტო-სურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: D.Chelidze@socar.ge

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა 10/05/2026

შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითი"-ში გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითი" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები;

ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითი"-ს მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

აგრეთვე, ანიჭებთ შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითი"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით.

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია