Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო სამზეო
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
სასტუმროების ქსელი "სამზეო", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** კომპანიის პოტენციური პარტნიორებისა და კორპორატიული მომხმარებლების განსაზღვრა;
** კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა და მათთვის პროდუქტების შეთავაზება / გაყიდვა;
** შესთავაზოს/მიაწოდოს პოტენციური მომხმარებლის სასტუმროს სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, ხელი შეუწყოს გაყიდვების ზრდას;
** ტურისტულ სააგენტოებთან, სხვადასხვა კომპანიებთან შეხვედრების განხორციელება;
** სამსახურთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რასაც უშუალოდ მენეჯმენტი დაავალებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე