|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
SMG - Safety Management Group
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "SMG (Safety Management Group)" 2019 წლიდან სთავაზობს პარტნიორებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და მართვას, HACCP-ის სისტემის შემუშავებას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ასევე შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებებსა და ტრენინგებს.
დღეს კომპანია სარგებლობს 500-მდე პარტნიორის ნდობით. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია პარტნიორი ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება.
მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს:
https://smgroup.ge/
https://www.facebook.com/share/18NC7d6tjL/?mibextid=wwXIfr
SMG ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შარტავას ქ. 33
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ
ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ბუღალტრის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს:
** სრული საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და ანგარიშგება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** წლიური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** საბუღალტრო სისტემაში ბუღალტრული გატარებების უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების კონტროლი და მონიტორინგი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** საბანკო ოპერაციების შესრულება, სააღრიცხვო პროგრამაში გატარება და ნაშთების კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე რეალიზაციის და ტრანსპორტირების დოკუმენტების გამოწერა/ატვირთვა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა საბუღალტრო / ფინანსური ოპერაციების /ტრანზაქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ან ფინანსების მიმართულებით;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციის (ACCA) პროგრამის, ან მისი ქართული ანალოგის, ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა;
** Microsoft საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 მაისი.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|