Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716170&print=yes&view=jobs
 
საწყობის ოპერატორი ნახევარ განაკვეთზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი ნახევარ განაკვეთზე
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ საწყობის ოპერატორს ნახევარ განაკვეთზე

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ანდრონიკაშვილის 2 (საქალაქო სასამართლოსთან)

ვაკანსია ითვალისწინებს ნახევარ განაკვეთს (კვირაში 3.5 სამუშაო დღე). კანდიდატს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთ-ერთი ცვლა:

** I ცვლა: ორშაბათი-ოთხშაბათი: 10:00-19:00 სთ. ხუთშაბათი: 10:00-14:00 სთ.
** II ცვლა: ხუთშაბათი: 14:00-19:00 სთ. პარასკევი-კვირა: 10:00-19:00 სთ.

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მოსული მომხმარებლების მიღება და მომსახურება.
** 1C პროგრამაში რეალიზაციის მონაცემების გადამოწმება, გასაცემი პროდუქციის სიის მომზადება საწყობის თანამშრომლებისთვის ასაგროვებლად.
** გასაცემი შეკვეთის გადამოწმება (კოდების და რაოდენობის შესაბამისობა პროგრამულ მონაცემებთან).
** პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაბარება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ფლობა.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** დეტალების მიმართ ყურადღება (კოდების სიზუსტის გადასამოწმებლად).
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა მომხმარებლებთან ურთიერთობისას.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/
https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია