|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
დი ელ გრუპ
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სამშენებლო და სარემონტო კომპანია "დი ელ გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე, ფორმა 2-ის მომზადებასა და დამუშავებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) მომზადებაში მონაწილეობისა და გადამოწმების პროცესში ჩართულობა
** მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვის გადამოწმება
** პროექტის დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია
** ინჟინრებთან და პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია
** მენეჯმენტთან რეპორტინგის წარდგენა ფასთა სხვაობისა და ფორმა 2-ის ეტაპებთან დაკავშირებით
მოთხოვნები:
** სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან ეკონომიკურ მიმართულებაზე სწავლა (სტუდენტი ან დამწყები სპეციალისტი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook)
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი
** სასურველია სამშენებლო დოკუმენტაციასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ პროექტებზე
** პროფესიულ განვითარებასა და სწავლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას
e.mghebriani@decoline.ge
|
|
|
|