Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716160&print=yes&view=jobs
 
მთავარი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

რესტორანი BRØD-ის გუნდში ვეძებთ მთავარ მზარეულს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოსა და სამრეცხაოს მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად, გუნდის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია; სამუშაო პროცესების და ინვენტარის ეფექტური მართვა
** ობიექტის კონცეფციასა და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მენიუების შემუშავება, პროდუქციის მაღალი სტანდარტისა და ხარისხის გათვალისწინებით
** თანამშრომლების დატრენინგება და გადამზადება; ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამზარეულოს ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოსა და სამრეცხაოს მიმართულებით სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება/დანერგვა და სათანადო მონიტორინგი
** საოპერაციო პროცესის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტებთან თანხვედრის უზრუნველყოფა, თანამშრომელთა კაფეტერიის მართვა; სურსათის ეროვნული სააგენტოს ნორმებისა და სტანდარტების (HACCP) მართვა კანონმდებლობის შესაბამისად
** ეფექტური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან, დაქვემდებარებულ პირებთან და ობიექტის შიდა/გარე საკონტაქტო პირებთან, მათ შორის მომწოდებლებთან; მიღებული პროდუქციის ხარისხის და მარაგების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მთავარი მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდის მართვის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება თანამედროვე ქართული და ევროპული კონცეფციის მქონე ობიექტზე მიღებული გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია