|
დასახელება:
პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
თოში
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სადისტრიბუციო კომპანია "თოში" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.
სადისტრიბუცი კომპანი "თოში" საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო კომპანიას ჰორეკა მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აფრიკა
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00 სთ
დასვენება: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების განხორციელება HoReCa სექტორის ობიექტებში (რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სხვა);
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
** ახალი ობიექტების მოძიება და მომხმარებელთა ბაზის გაფართოება;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში ასახვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი შეთანხმებული პირობების ფარგლებში;
** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.
სასურველი და აუცილებელი უნარები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (უპირატესობა HoReCa სექტორში);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია), აუცილებელი;
** მოლაპარაკების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (ექსელი, 1C)
თუ მზად ხართ შეუერთდეთ მზარდ და წარმატებულ კომპანიას, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: Rkarchkhadze@toshi.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 599 15 10 15
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|