Робота для біженців з України
სამშენებლო ხარჯების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ხარჯების მენეჯერი
მომწოდებელი: ელემსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
"ელემსი"-ის გუნდი ეძებს სამშენებლო ხარჯების მენეჯერს

კომპანია "ელემსი" სამშენებლო პროექტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს და გუნდი სრულად დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით. ჩვენ გვაერთიანებს მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცედენტებით, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო.

ამ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი პროექტის ხარჯთაღრიცხვაზე პროექტის წინასამშენებლო და სამშენებლო ეტაპებზე. კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტის წინასამშენებლო და სამშენებლო ეტაპებზე ხარჯთაღრიცხვის შემუშავება
** ტენდერისთვის დეტალური სამუშაოების მოცულობების დადგენის ზედამხედველობა
** ტენდერის პროცესის მართვა, შედეგების განხილვა/გაანალიზება და პროექტის მენეჯერთან ერთად დამკვეთისთვის რეკომენდაციის მომზადება
** როგორც პროექტის ხარჯების მთავარმა ზედამხედველმა, უზრუნველყოს, რომ პროექტი დარჩეს ბიუჯეტის ფარგლებში მთელი საპროექტო და სამშენებლო ეტაპის პერიოდში.
** შუალედური გადახდების შეფასება
** გაანალიზოს და შეაჯეროს სამუშაოთა მოცულობების, ფასების და ხარჯების მონაცემების გაანალიზება და შეჯერება
** ფულადი სახსრების ნაკადების ანგარიშების მომზადება, განხილვა და განახლება
** ქვეკონტრაქტორების/გენერალური კონტრაქტორების გადახდის სერტიფიკატების განხილვა და შეფასება
** დამკვეთთან, პროექტის მენეჯერთან, კონტრაქტის მენეჯერთან, პროექტისა და მშენებლობის ჯგუფთან ერთად ბიუჯეტის ცვლილებების შეფასება/შეთანხმება.
** საბოლოო ანგარიშსწორებების შეფასება და შეთანხმება

უნარები/მნიშვნელოვანი გამოცდილება:

** შეეძლოს რაოდენობებისა და მოცულობების გაანგარიშება ნახაზებიდან და/ან CAD/Revit მოდელებიდან
** კვალიფიციურად შეეძლოს მუშაობა Excel-ში
** განახორციელოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა ნახაზებიდან; გამოავლინოს ხარვეზები და/ან პრობლემები
** შეეძლოს კომპეტენტურად ხარჯთაღრიცხვის, დოკუმენტების შეჯერების საკითხებზე, სიტყვიერად და წერილობით პრეზენტაცია,
** შეეძლოს სუფთა ხარჯების სამუშაოების მიხედვით გაწერა; მათ შორის მასალების ფასების, შრომის სატარიფო განაკვეთების/დამატებითი შეღავათების განხილვა
** შეეძლოს დააგროვოს, შეაფასოს და დოკუმენტურად წარმოადგინოს ისტორიული ღირებულების მონაცემები მომავალი შეფასებების განსაზღვრის მიზნით (ეტალონური ანალიზი)
** უზრუნველყოს კოორდინაცია და კავშირი პროექტის მენეჯერთან ხარჯთაღრიცხვის მომზადებისა და საპროექტო ჯგუფის შექმნის დროს
** სტრესის მართვის უნარი
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** პლიუსად ჩაითვლება FIDIC, JCT ან NEC-თან მუშაობის გამოცდილება
** პლიუსად ჩაითვლება გაზომვების პროგრამის და ისეთი ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა როგორიცაა: Cost-X; AutoCAD და Revit

საბაზისო კვალიფიკაციები:

** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** ბაკალავრის ხარისხი ან სერტიფიკატი ფინანსებში/უწყისების შედგენასა და სამუშაოთა მოცულობის გაანგარიშებაში/ხარჯების კონტროლში

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #37მ (Axis Towers).
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

როგორ გამოგვეხმაურო:

თუ ხედავ შენს თავს ამ პოზიციაზე, გადმოდი ლინკზე და გამოგვიგზავნე რეზიუმე: https://www.lmc.ge/en/vacancy/constraction-cost-manager/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე