|
დასახელება:
მონაცემთა დამუშავების სპეციალისტი /ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ჯეორჯიან პროდაქტს
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GeoP) სპეციალიზებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში. იგი წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან, ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში.
ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს, მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე და დღევანდელი მდგომარეობით აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს.
"GEOP" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა დამუშავების სპეციალისტის /ანალიტიკოსის პოზიციაზე:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან, კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოებაში ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მონაცემების შეგროვება
** მონაცემების შეყვანა და დამუშავება Excel-ში
** მონაცემების სიზუსტის კონტროლი და გადამოწმება წარმოების სხელმძღვანელთან
** მარტივი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
** მონაცემებზე დაყრდნობით პროცესების შეფასება და ტენდენციების იდენტიფიცირება
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა შესაბამის პროცესებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, მონაცემთა დამუშავება)
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება -მონაცემთა დამუშავების სპეციალისტ/ანალიტიკოსის
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|