|
დასახელება:
გოლფის მიმღები
|
| მომწოდებელი:
Tbilisi Hills Golf & Residence
|
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
შპს "Tbilisi Hills Golf & Residence" (Tbilisi Hills Golf Management) გიწვევთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი გოლფის მიმღების პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა და ორჯერ იყო ნომინირებული, როგორც ევროპის საუკეთესო გოლფის მოედანი.ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიური გარემო და გსურთ იმუშაოთ ერთ-ერთ გამორჩეულ პრემიუმ სივრცეში საქართველოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
რას მოიცავს პოზიცია?
პოზიცია მოითხოვს გოლფის მიმღები-ს მაღალი სტანდარტებით მომსახურების მიწოდებას Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** წევრებისა და სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა გოლფის მიმღებში;
** სატელეფონო და ელფოსტის კომუნიკაციის მართვა;
** ტურნირების ორგანიზებაში ჩართულობა და პროცესების კოორდინაცია;
** გოლფის სერვისებისა და პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა;
** პროდუქციის ინვენტარიზაცია (თვეში ერთხელ);
** გოლფის დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ ოპერაციებში;
** მაღალ სეზონზე (გაზაფხული-შემოდგომა) მუშაობა 12-საათიან ცვლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** პოზიტიური და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ?
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** შედეგებზე დაფუძნებულ ყოველთვიურ და წლიურ ბონუსებს;
** გოლფის უფასო სწავლებისა და თამაშის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებად შვებულებას;
** საპენსიო სქემაში ჩართულობას;
** განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მქონე გარემოში.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@tbilisihills.com
Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Golf Receptionist, დაგვიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|