Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716064&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის თანამშრომელი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შპს PREMIX ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ.გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ხელფასი 1500 ლარიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სარეალიზაციო პროდუქციისა და სერვისების, სტანდარტული და სააქციო ფასების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** კატალოგებში მუშაობა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება
** მომხმარებლებისგან შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, მათი პრობლემების და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** კომპანიის ციფრულ არხებში შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული რეაგირება და პასუხის გაცემა, არარელევანტური კომენტარების მენეჯმენტი.
** მომხმარებელთა გამოხმაურების და რევიუების მონიტორინგი, მენეჯმენტისთვის დროული უკუკავშირის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 08 42 38.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია