Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716002&print=yes&view=jobs
 
ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Lemons Group
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია "Lemons Group" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დეველოპმენტი: https://www.facebook.com/share/1NK8FkseYD/?mibextid=wwXIfr

"Lemons Group" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** შემომავალი, გამავალი ზარების განხორციელება, მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** დამაჯერებელი და ეფექტური მეტყველება;
** გაყიდვების უნარი და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროექტების და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;
** სასურველია უძრავი ქონებისა და ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტაცია;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, სამუშაო საათები 10, 00-19, 00 სთ 1 საათის შესვენებით.
მდებარეობა: თბილისი.
ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"Lemons Group" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც კომპანია ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@lemons.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

"Lemons Group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია