Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715910&print=yes&view=jobs
 
ქეითერინგისა და ღონისძიებების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქეითერინგისა და ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: Fiesta Events
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
კომპანია "Fiesta Events" აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგისა და ღონისძიებების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანიის შესახებ: "Fiesta Events" წარმოადგენს ივენთ მენეჯმენტისა და ქეითერინგის სფეროში მოქმედ დინამიურ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტის სერვისების მიწოდებაზე. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგისა და ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც გააჩნიათ მენეჯერული გამოცდილება და სტრატეგიული მარკეტინგული ხედვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვა და მართვა: ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, კონცეფციის შემუშავებიდან ფინალურ შესრულებამდე;
** ქეითერინგის მიმართულების კოორდინაცია: მენიუს დაგეგმვა, ხარისხის კონტროლი და სერვისის სტანდარტების ზედამხედველობა;
** მარკეტინგული სტრატეგია: კომპანიის სერვისების პოპულარიზაცია, ბაზრის ანალიზი და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კლიენტებთან ურთიერთობა: კორპორატიულ და კერძო დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება, გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ცოდნა მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პროექტების მართვისა და გუნდური მუშაობის მაღალი კომპეტენცია;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც).

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის მართვა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: fiestaeventss1@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ქეითერინგისა და ივენთების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია