|
დასახელება:
დისპეტჩერი, საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
North Star Logistics
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
კომპანია "North Star Logistics" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერისა და საოპერაციო მენეჯერის პოზიციებზე.
კომპანია წარმატებით ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას ამერიკის ტერიტორიაზე 2016 წლიდან.
დისპეჩერი/სამუშაოს აღწერილობა:
** სისტემაში შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
** შეკვეთის ღირებულების დათვლა და შეთავაზების მომზადება/გაგზავნა;
** კომუნიკაცია დამკვეთთან შეთავაზების დეტალებზე;
** კომუნიკაცია მძღოლებთან;
საოპერაციო მენეჯერი/სამუშაოს აღწერილობა:
** დისპეჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
** შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
** მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება;
** მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
** აქტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 16:00-დან 01:00-მდე (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება:
** დისპეტჩერი - კვალიფიკაციიდან გამომდინარე არის ზრდადი, 1000 ლარი + 10% ბრუნვიდან;
** საოპერაციო მენეჯერი - 1500 ლ ფიქსირებული.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: northstarlogistics@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|