Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"PSP Pharma" არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

"პსპ ფარმა" აცხადებს იურისტის ვაკანსიას სააფთიაქო ქსელის იურიდიული პროცესების უზრუნველყოფის მიმართულებით

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ფარმაცევტული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;
** კომპანიის ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების - სააფთიაქო ქსელის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის სააფთიაქო ქსელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა: საქართველოს სრულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წარმოება (მათ შორის, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების ფარგლებში), სამართლდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციულ/სასამართლო ორგანოებში, სასამართლოში წარმომადგენლობა;
** სამართლებრივი დავებისა და რისკების პრევენცია და მინიმიზაცია სააფთიაქო ქსელის საქმიანობასთან მიმართებით;
** სააფთიაქო ქსელის იურიდიული დოკუმენტაციის შემუშავება და ექსპერტიზა;
** კომპანიის ფარმაცევტული საქმიანობის მომწესრიგებელი და სააფთიაქო ქსელის ფუნქციონირებისათვის სავალდებულო კანონმდებლობის ანალიზი და განმარტება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სასურველია კერძო ან საჯარო სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** იურიდიული მიმართულებით მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე სწრაფი ადაპტირება;
** კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვა და დავების ეფექტიანი გადაწყვეტს უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნოთ HR@psp.ge მისამართზე, დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: იურისტი.

რეზიუმეების მიღება სრულდება 21 მაისს 2026.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე