Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715873&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრებს ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ახლად გახსნილ სასტუმროში!

პოზიცია: ადმინისტრატორი

ძირითადი პირობები:

** გრაფიკი: 2/2-ზე, 10:00-22:00 ან 22:00-10:00;
** ანაზღაურება: 1400 ლარი NET;

ასევე გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას ადგილზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხოენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა. პროგრამა "არიალის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის მიღება/განთავსება და პროგრამაში რეგისტრაცია;
** გადახდების გატარება და მოწესრიგება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დღის ადმინისტრატორი ყაზბეგში" ან "ღამის ადმინისტრატორი ყაზბეგში".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია