Робота для біженців з України
სუ-შეფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
NQ Hospitality Management Group, რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), ეძებს გამოცდილ, შედეგებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს სუ შეფის პოზიციაზე, რომელიც შექმნის დაუვიწყარ კერძებს და გაამდიდრებს ჩვენს მენიუს ახალი შთაგონებით.

თუ სამზარეულო შენთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, სანახაობაა გემოს, ფერისა და არომატის, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესების მართვა და კონტროლი შეფ-მზარეულთან კოორდინაციით;
** ერძების მომზადების ხარისხის, ვიზუალისა და სტანდარტების მკაცრი დაცვა;
** სამზარეულოს პერსონალის ეფექტური მართვა, გრაფიკების კონტროლი და ტრენინგი;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ნორმების (HACCP) ზედმიწევნით დაცვა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაცია და შეკვეთების ფორმირება;
** თვითღირებულების (Food Cost) კონტროლი და დანაკარგების მინიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** სამზარეულოს ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
** გუნდის მართვისა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას დინამიურ კომპანიაში;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

თუ მზად ხარ შექმნა გემო, რომელიც დარჩება სტუმრის მეხსიერებაში — გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე hr@nqhospitality.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე