Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
ვაკანსიის შესახებ:

კერძო საწარმოო კომპანია ეძებს გამოცდილ იურისტს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ მართვას სპეციფიკური რეგულაციების, აქციზური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:00 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 4000-6000 ლ (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ქართულ კანონმდებლობასთან;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება ბიზნეს-სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;
** აქციზური საქონლის წარმოებასთან, მარკირებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების მართვა;
** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის წარმართვა და წარმომადგენლობა;
** კომპანიის ინტერესების დაცვა და მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვან და მაღალი რისკის მქონე მოლაპარაკებებში
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (ნასყიდობა, დისტრიბუცია, ლოგისტიკა) მომზადება და ექსპერტიზა;
** კორპორაციული დოკუმენტაციის წარმოება და შიდა რეგულაციების შემუშავება;
** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
** სამართლებრივი დავების მართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
** მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება იგივე პოზიციაზე
** სავალდებულოა: საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
** საადვოკატო ლიცენზია (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ბიზნესის ინტერესებისა და სამართლებრივი ჩარჩოების სინთეზის უნარი;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "იურისტი".

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე