Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715788&print=yes&view=jobs
 
ემბრიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ემბრიოლოგი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის (საშუალო დონე / Mid-level) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი: 09:30-15:00

პოზიციის აღწერა:

ემბრიოლოგიის ლაბორატორიის მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობა — IVF პროცედურების განხორციელებაში ჩართულობა, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდთან კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა: ხსნარების მომზადება, კვერცხუჯრედის ასპირაციაში მონაწილეობა, მომწიფების ხარისხის განსაზღვრა, ინსემინაცია: სტანდარტული, ICSI (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო), განაყოფიერების შემოწმება, კვერცხუჯრედის, ემბრიონის და სპერმის გაყინვა/გალღობა. ემბრიონის კულტივაცია, ემბრიონის ბიოფსია (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო), ემბრიონის ზონის დარღვევა (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო), ემბრიონის გადატანა (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო). სპერმის ანალიზი, დამუშავება ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის.
** მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
** ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში.
** ემბრიოლოგიური პროცედურების შესრულება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
** ხარისხის კონტროლში მონაწილეობა. სტატისტიკის წარმოება;
** ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ფლობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილებას;
** კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია