Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715760&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირინა ბიბილაურის ესთეტიკური კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ დიაგნოსტიკური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად შესთავაზოს ჩვენი კლინიკის მიერ წარმოდგენილი პრეპარატები და პროდუქცია კოსმეტოლოგებსა და სპეციალისტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კოსმეტოლოგებთან და ესთეტიკურ სპეციალისტებთან ურთიერთობის დამყარება და მართვა;
** არსებული და ახალი კლიენტების ბაზის გაფართოება;
** პროდუქციის პრეზენტაცია, შეთავაზება და გაყიდვების პროცესის სრული მართვა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია ესთეტიკის, ფარმაციის ან კოსმეტოლოგიის სფეროში);
** შესანიშნავი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები;
** პრეზენტაბელურობა და მიზანმიმართულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ, თქვენზე მორგებულ სამუშაო პირობებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გაყიდვებიდან;
** თანამედროვე, ესთეტიკური გარემოსა და მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული / დისტანციური;
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + საბონუსე სისტემა;
ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი N33ე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 მაისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.ibclinic@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენი კანდიდატურის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებისთვის. ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია