|
დასახელება:
დღის ცენტრის სპეციალისტის დამხმარე ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი აისი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი "აისი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში.
ცენტრი "აისი" დაფუძნდა 2001 წელს და ემსახურება ინტელექტუალური სფეროს დარღვევის მქონე შშმ პირებს 2 პროგრამის ფარგლებში 6-18 წლამდე და 18-45+ ასაკის ბენეფიციარებთან.
სათაური - დღის ცენტრის სპეციალისტის დამხმარე ასისტენტი
ვაკანტური ადგილი: 1
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებაში მხარდაჭერა;
** აქტივობების დაგეგმვა და ხელშეწყობა;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება /დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში (ფსიქოლოგი, პედაგოგი, ინკლუზიური განათლება, სპეციალური პედაგოგი, სოციალური მუშაობა) და/ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სპეციალური პედაგოგის, შშმ პირთან მუშაობის და ა.შ.);
** სასურველია შშმ პირებთან ან/და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 16:00
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა და გასაუბრება.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** რეზიუმე/CV
** სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 16:00
მისამართი: ალექსანდრე მანაგაძის 21, 0101, ავჭალა, თბილისი
ცენტრის გვერდი - https://www.facebook.com/aisi.ge
კონტაქტი: +995577048973; +995592090091
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ორგანიზაციის იმეილზე aisicentergeorgia@gmail.com და subject-ში მიუთითოთ "ჯგუფის ხელმძღვანელი".
|
|
|
|