Робота для біженців з України
კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: Smart Academy
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
სმარტ აკადემია აცხადებს მიღებას კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკულ სასერტიფიკატო კურსზე.

კურსი აერთიანებს სამ ძირითად მოდულს, რომლებიც ეძღვნება კომუნიკაციას წინა კრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდებში. პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ კრიზისის მართვის ფუნდამენტური და თანამედროვე თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები, და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

** საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) და კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის
** მარკეტინგის მენეჯერებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრენდის რეპუტაციაზე
** ტოპ-მენეჯერებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელებისთვის
** საჯარო სექტორში მომუშავე პირებისთვის, ვისაც უწევს მედიასთან და ფართო აუდიტორიასთან ინტენსიური კომუნიკაცია

რას ისწავლით კურსის განმავლობაში?

** კრიზისების პრევენციას და რისკების ანალიზს (წინა კრიზისული ეტაპი)
** კრიზისული კომუნიკაციების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას
** მედიასთან და სტეიკჰოლდერებთან სწორ პოზიციონირებას კრიზისის დროს
** რეპუტაციის აღდგენასა და პოსტ-კრიზისული პერიოდის მართვას
** რეალური ქეისების გარჩევას და პრაქტიკულ მოდელირებას

კურსს უძღვება:

გიორგი კალატოზიშვილი - რეპუტაციის მართვის კომპანიის "მაინდერი" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბიზნეს-ტრენერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მუშაობის 20+ წლიანი გამოცდილებით

ორგანიზაციული დეტალები:

** ფორმატი: ჰიბრიდული (ფიზიკურად + ონლაინ)
** ხანგრძლივობა: 1 თვე - 9 შეხვედრა - 18 სთ
** განრიგი: სამშაბათი და პარასკევი, 20:00-22:00 საათი
** ღირებულება: 950 ლარი

რეგისტრაცია: კურსზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ბმულს:

კორპორატიული შეთავაზებებისთვის მოგვწერეთ მეილზე: info@smartacademy.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე