Робота для біженців з України
ფსიქოლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: კენ ვოლკერის კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
"კენ ვოლკერის კლინიკის" ბათუმის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტირება;
** მშობელთა კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, ბავშვის თერაპევტთან თანამშრომლობით;
** კლიენტებთან (ბავშვი ან მშობელი) ინდივიდუალური და/ან ჯგუფური სამუშაო/საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება;
** მშობლის ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფსიქო-ემოციური და ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** დოკუმენტაციის წარმოება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის განხრით;
** სასურველია ბავშვთა და მოზარდთა დიაგნოსტირებისა და მშობლის კონსულტირების განხრით მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შეფასების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა;
** ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** ქცევის თერაპევტის სპეციალისტის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
** ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფსიქოლოგის პოზიცია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე