Робота для біженців з України
ქსელური მარკეტების პრისეილერი - ჩაი გურიელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელური მარკეტების პრისეილერი - ჩაი გურიელი
მომწოდებელი: მეგაკო თრეიდი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
შპს "მეგაკო თრეიდი" წარმოადგენს კომპანია "მეგაკოს" შვილობილ კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა საქართველოში წარმოებული ჩაი გურიელი -Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი "კრიალა", უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საქართველოში წარმოებული ჩაი "გურიელის" ქსელური მარკეტების პრისეილერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

აუცილებელი მოთხოვნები:

** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** მაღალი შედეგების მიღწევა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გადმოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@megako.ge ჩათვლით გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქსელური მარკეტების პრისეილერი სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე