Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715639&print=yes&view=jobs
 
Horeca პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Horeca პრისელერი
მომწოდებელი: რედმონტი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "რედმონტი" აცხადებს ვაკანსიას Horeca პრისელერის პოზიციაზე.

კომპანია "რედმონტი" სპეციალიზდება მაღალი ხარისხის, საერთაშორისო ბრენდების ალკოჰოლური სასმელების იმპორტსა და დისტრიბუციაში. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს Horeca სექტორის წამყვან ობიექტებთან და ორიენტირებულია გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და მაღალი მომსახურების სტანდარტებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებულ Horeca ობიექტებში ყოველდღიური მარშრუტის შესაბამისად ვიზიტების განხორციელება და შეკვეთების მიღება
** თითოეული ობიექტისთვის ინდივიდუალური, ოპტიმალური ასორტიმენტის შერჩევა და შეთავაზება
** პროდუქციის ეფექტური და სტრატეგიული განთავსების უზრუნველყოფა (მენიუ, ბარი, ვიზუალური წარმოდგენა და სხვ.)
** გაყიდვების ყოველთვიური და ყოველკვარტალური გეგმების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი
** ობიექტების კატეგორიზაცია კომპანიის სტანდარტების მიხედვით
** კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** ყოველდღიური საქმიანობის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება Horeca მიმართულებით გაყიდვებში (სასურველია ალკოჰოლური/სასმელების სექტორში)
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა
** მართვის მოწმობა (სასურველია)

პროფესიული და პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსი + ბონუს სისტემა)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში
** დინამიკურ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე talent@recruiting-lab.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები განიხილოს სხვა შესაბამის პოზიციებზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია