Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715615&print=yes&view=jobs
 
შოურუმის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის მენეჯერი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის აღწერა:

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 2 შოურუმით - თბილისსა და ბათუმში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://zodi.ge/

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების მიმართულებით;
** ხარ გუნდის ლიდერი;
** საინტერესოა და მოგწონს შიდა და გარე ინტერიერის დიზაინი.

ადგილი, სადაც იმუშავებ: თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის 11
ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურება + ბონუსი (2000-3000)
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.

სამუშაო აღწერა:

** კომპანიის სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით შოურუმის სრულყოფილად მუშაობისთვის სტრატეგიის შემუშავება/აღსრულება/მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, სამუშაოს შესრულების მონიტორინგი და მხარდაჭერა;
** შოურუმის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა - ფილიალის მოწესრიგება, გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლების კმაყოფილების კვლევაში მონაწილეობის მიღება და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პრობლემურ ქეისებზე დროული რეაგირება, მათ აღმოფხვრაზე მუშაობა და შესაბამისი უკუკავშირის დაბრუნება;
** შოურუმში პროდუქციის გადაადგილების სწორი დაგეგმვა/ორგანიზება;
** კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** გაყიდვებისა და მომსახურების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და სიახლეების ინიცირება;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მუდმივი მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის, ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია