|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Skinothéque
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
შპს "Skinothéque Global" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრულ სამუშაო განაკვეთზე, თბილისში.
ამ პოზიციაზე საჭიროა მოქმედი მართვის მოწმობა და საკუთარი მანქანა.
"Skinothéque" არის კანის მოვლის პრემიუმ პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში და სპეციალიზირებულია ესთეტიკური მედიცინის საინექციო საშუალებებზე.
გაყიდვების მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი პირისპირ გაყიდვაზე. ყოველდღიური ამოცანები მოიცავს გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებას, კლიენტებთან ბაზის მოძიებას, მათთან ურთიერთობის დამყარებას და გაყიდვების მიზნების მიღწევას.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის 37
** სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შესწავლა დეტალურად, რათა მოხდეს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში
** პოტენციური მყიდველების მოძიება და გაყიდვების ზრდა
** პოტენციური მყიდველების/კლიენტების ბაზის წარმოება და მათთან სატელეფონო და პირადი შეხვედრები.
** უზრუნველყოს შეკვეთების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი ყოველდღიურად
** მოახდინოს პროდუქტის/პროდუქტების მიწოდება მომხმარებლებისათვის.
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.
კვალიფიკაცია:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, Drive) ცოდნა;
** მინიმალური გამოცდილება გაყიდვებში (6 თვე), სასურველია კანის მოვლის, სილამაზის ან ჯანდაცვის ინდუსტრიებში.
თუ თვლით რომ გაინტერესებთ ესთეტიკური მედიცინის სფერო და სიამოვნებით იმუშავებდით გაყიდვების მიმართულებით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ ფოსტაზე: info@skinotheque.com 28 აპრილამდე.
|
|
|
|