|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
C-Team Management Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "C-Team Management Consulting", რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს გაყიდვების მენეჯერს.
პარტნიორი კომპანია არის ნერგავს სხვადასხვა სექტორზე მორგებულ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს და მართავს სრულ ციკლს (კონსულტაცია, პროექტირება, ინსტალაცია და სერვისი).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჰიბრიდული
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი
ანაზღაურება: 1000-1500 ლარის ფარგლებში, მათ შორის საბონუსე სისტემა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შედგენაში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმის შერულება და მიზნობრივ სეგმენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** პოტენციური მომხმარებლის ბაზების შექმნა და მართვა;
** პოტენციურ მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია და შეხვედრის ორგანიზება;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შეხვედრისთვის შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, After - sales პროცესის მართვა და Upsell/Cross-sell შესაძლებლობების პოვნა.
** გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა;
** პერიოდული ბაზრის მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურისის სტუდენტი;
** სასურველია გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში;
** სასურველია საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ძლიერი მოლაპარაკებების უნარი;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების კომერციულად წარდგენა;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა;
** ძლიერი კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
** პრობლემების სწრაფი მოგვარება;
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|