|
დასახელება:
კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი
ლაბორატორიის ეფექტური, სტაბილური და მაღალი ხარისხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კლინიკური შედეგების სანდოობის კონტროლი; პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდის მართვა.
სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ძირითადი მოთხოვნები:
** ≥5 წელი კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში
** სასურველია ხელმძღვანელ ან უფროს სპეციალისტის პოზიციაზე
** გამოცდილება კერძო და/ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში
** თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზატორების (ჰემატოლოგია, ბიოქიმია) სრულყოფილი ცოდნა
** კალიბრაციის, QC/QA სისტემების პრაქტიკული მართვა
** ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) გამოყენება/დანერგვა
** პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების კონტროლი
** გარე ხარისხის პროგრამებში (EQAS/RIQAS) მონაწილეობის გამოცდილება
** ლაბორატორიის აკრედიტაციისა და რეგულაციების ცოდნა
** ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** ხარისხის კონტროლის სისტემის ზედამხედველობა
** კრიტიკული ლაბორატორიული შეცდომების მართვა
** კლინიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია
** პერსონალის შერჩევა, შეფასება და განვითარება
** ახალი მეთოდების/ტექნოლოგიების დანერგვა
** აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მენეჯერული და ანალიტიკური უნარები:
** რესურსების ოპტიმიზაცია (რეაგენტები, დრო, პერსონალი)
** გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ სიტუაციებში
** კლინიცისტებთან პროფესიული კომუნიკაცია და პოზიციის დაცვა
** პროცესების ანალიზი და გაუმჯობესება
** გუნდის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა
დამატებითი უპირატესობები:
** ინგლისური ენა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე)
** ISO 15189 ან მსგავსი სტანდარტების გამოცდილება
** აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|