Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715555&print=yes&view=jobs
 
საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს ეკონომიკური მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება: 2930 (საშემოსავლოს ჩათვლით)

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.

კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური და კვარტალური ბიუჯეტის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა,
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირება
** პერიოდული ფინანსური ანგარიშების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური)
** ორგანიზაციის ხარჯების მონიტორინგი
** ფინანსური დოკუმენტების (ინვოისები, ხელშეკრულებები, აქტები) დამუშავება
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი
** შესაბამისი რეესტრებისა და ბაზების წარმოება
** საგადასახადო და საბანკო ოპერაციების მონიტორინგი
** გადახდების დროულობისა და სისწორის კონტროლი
** სხვა დეპარტამენტებთან ფინანსური საკითხების კოორდინაცია
** ფინანსური პროგრამების გამოყენება

ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):

** ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა
** დისციპლინირებულობა
** რთულ პირობებში მუშაობის უნარი,
** თანამშრომლობა / გუნდური მუშაობა;
** კომუნიკაბელურობა.

შერჩევა ხორცილედება:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:

** სამოტივაციო წერილი
** CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
** დიპლომის ასლი
** პირადობის ასლი
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია