Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715553&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი
მომწოდებელი: მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.

სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება: 5060 (საშემოსავლოს ჩათვლით)

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაშია 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსებისა და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახიფათო ნარჩენების მართვის ობიექტების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ოპერაციული პროცესების მონიტორინგისა და კონტროლის კოორდინაცია;
** ობიექტების ოპერირების, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავების კოორდინაცია და მათი დაცვის მონიტორინგი;
** ობიექტებზე მომუშავე პერსონალისთვის პერიოდული სწავლებების ორგანიზება;
** სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საველე სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი/ინსპექტირება;
** ისტორიულად დაბინძურებული ადგილებისა და სახიფათო ნარჩენების სამარხების ინვენტარიზაციის ორგანიზება;
** ნაგავსაყრელების, რეგიონული ცენტრებისა და სამარხების ოპერირებისა და მოვლის პროცესების რეგულარული მონიტორინგი;
** სახიფათო ნარჩენების ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შერჩევითი შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად;
** დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
** მშენებლობის ნებართვებისა და გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში მონაწილეობა;
** ობიექტებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ინტეგრირებულ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების პროცესის მონიტორინგი (დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა);
** ნაგავსაყრელებიდან და რეგიონული ცენტრებიდან შემოსული მონაცემების ვალიდაციისა და მონაცემთა ბაზის წარმოების კოორდინაცია;
** სამმართველოს საქმიანობის კოორდინაცია, თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის დაგეგმილი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია და მიმდინარეობის მონიტორინგი;
** კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):

** ეკოლოგია, ტექნოლოგია ან გარემოსდაცვითი მიმართულება; გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშების განხილვაში მონაწილეობა; სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურების ცოდნა; გარემოსდაცვითი მონიტორინგის QA/QC პროცედურების ცოდნა
** 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევა ხორციელდება:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@waste.gov.ge

შემდეგი დოკუმენტები:

** სამოტივაციო წერილი
** CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
** დიპლომის ასლი
** პირადობის ასლი

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია