Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715516&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
სამშენებლო კომპანია შპს "Trust Point Construction"-ი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

შპს ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, კანდიდატი აქტიურად იქნება ჩართული სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ პროექტების მომზადება და განხილვაში.

სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო საათები: არარეგლამენტირებული
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით და შესრულებული სამუშაოების რაოდენობის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
** არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების მომზადება;
** მასალათა უწყისის მომზადება/დათვლა;
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპში აქტიური მონაწილეობა;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების გათვალისწინებით არქიტექტურული ნახაზების მომზადება;
** თანამშრომლობა მომიჯნავე დარგის სპეციალისტებთან (კონსტრუქტორები, ინჟინრები და სხვ.);
** საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურული ნახაზებისა და პროექტის დეტალების კორექტირება;
** პროექტებისა და კორექტირების შეთანხმება მუნიციპალურ სამსახურებთან;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურული პროექტირების მინ. 5 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა - AutoCad; ArchiCad (პრიორიტეტად ჩაითვლება Revit-ის ცოდნა);
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
** სასურველია პორტფოლიოს წარმოდგენა.

კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: george.mshvildadze@tpc.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია