|
დასახელება:
ბროკერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბროკერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 4000 ლ
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
ვაკანსიის შესახებ
კომპანია ეძებს გამოცდილ ბროკერს. პოზიცია ითვალისწინებს საწარმოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სრულ საბროკერო მხარდაჭერას, აქციზური საქონლის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბაჟო პროცედურების სიზუსტე და ფინანსური შესაბამისობის სტანდარტების დაცვა.
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის საბაჟო დეკლარირება;
** აქციზური მარკების შეკვეთის, მიღებისა და აღრიცხვის პროცესის მართვა;
** პირველადი საბაჟო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და სისტემაში ასახვა;
** საქონლის კლასიფიკაცია და საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების დაანგარიშება;
** საგადასახადო საწყობის რეჟიმების მართვა და კონტროლი;
** კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან და ანგარიშსწორებების მონიტორინგი;
** შიდა ფინანსური პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან სამართალში;
** სავალდებულოა: საბაჟო ბროკერის მოქმედი სერტიფიკატი;
** მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება საბროკერო სფეროში;
** აქციზურ საქონელთან მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** საბაჟო პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა;
** სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — ბროკერი.
თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
|
|
|
|