Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: Bound Solutions
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
"Bound Solutions" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 3 სამუშაო დღე, 10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ბაგები

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ფინანსური პროგნოზებისა და სხვადასხვა სცენარის მომზადება;
** შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზი და ოპტიმიზაციის ინიციატივების შემუშავება;
** KPI-ების განსაზღვრა და ბიზნესის შედეგების შეფასება ფინანსური ჭრილში;
** ივენთების ფინანსური შედეგების მართვა (Event P&L);
** ღონისძიებების თვითღირებულების ანალიზი (Food Cost, Beverage Cost, Production Cost);
** მომგებიანობისა და მარჟის ანალიზი თითოეული პროექტის ჭრილში;
** დაგეგმილი ღონისძიებების პორტფელზე დაფუძნებული შემოსავლების პროგნოზირება და სეზონურობის გათვალისწინებით დაგეგმვა;
** წლიური და პროექტული (ივენთების) ბიუჯეტების დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი;
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ნაკადების (Cash Flow) ეფექტიანი მართვა და ოპტიმიზაცია;
** კომერციული წინადადებების ფინანსური შეფასება და მხარდაჭერა;
** ოპერაციულ და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
** საწყობის ნაშთებისა და ჩამოწერების ფინანსური კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ფინანსური ანგარიშგების (თვიური, კვარტალური, წლიური) მომზადება მენეჯმენტისა და პარტნიორებისთვის;
** კონტრაქტების, ფინანსური ვალდებულებებისა და გადახდების პროცესების კონტროლი;
** შესყიდვების პროცესებზე ფინანსური ზედამხედველობა (ვიზირება, ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია) შესყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერთან მჭიდრო კოორდინაციით;
** საგადასახადო და სამართლებრივი მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** აუდიტის პროცესის კოორდინაცია;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესება;
** ფინანსური პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტიანობის ზრდის ინიცირება;
** ფინანსური პროცესების სტანდარტიზაცია და SOP-ების (Standard Operating Procedures) შემუშავება/დანერგვა, მათი შესრულების მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება;
** სტრატეგიული პროექტებისა და ინიციატივების მართვა, პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და დაგეგმილი ეტაპების დროული შესრულების კონტროლი;
** პერმანენტული კოორდინაცია ბუღალტერიასთან, ოპერაციულ და პროექტის გუნდებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან შესაბამის მიმართულებაში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მართვაში (სასურველია პროექტულ/ივენთების ან სერვისულ ინდუსტრიაში).
** ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, პროგნოზირების და ანალიტიკის პრაქტიკული გამოცდილება;
** ქეშფლოუს მართვისა და ფინანსური პროგნოზირების ძლიერი უნარები;
** ფინანსური მოდელირების და ანალიტიკური ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Excel-ისა და ფინანსური პროგრამების პროფესიული ცოდნა;
** მაღალი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** ⁠თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** ⁠პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** ⁠პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე