Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715484&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.ბათუმში.

Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 8 ფილიალს საქართველოს მასშტაბით და პაბ-რესტორანს.

Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
** სამუშაო განაკვეთი: პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ.
** ანაზღაურება: 2000-2500 (გამოცდილების შესაბამისად).
** ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N2ა.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი.
** მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი.
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
** სანიტარულ, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი.
** პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა.
** Self-Hr-ის პროგრამაში, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენა (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელი) პროგრამაში ასახვა.
** დაქვემდებარებულების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

გასაუბრების ეტაპები:

** შეხვედრა on-line
** შეხვედრა თბილისის სათაო ოფისში + ტესტირება.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge და "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი-ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია